LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ხალხი იყო, დავსხედით და სხვა არაფერი, ბავშვმა კივილი უცებ ატეხა“ – 6 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ ბათუმის ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა ფეხების დამწვრობა მიიღო

543
მოზარდის დაშავება ბათუმის ავტობუსში

ბავშვი, რომელიც ბათუმის ავტობუსში დაშავდა, ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ის დღეს ავტობუსის მძღოლმა მოინახულა.

დაშავებული მოზარდის დედის თქმით, მუნიციპალურ ავტობუსში რადიატორი გასკდა, მდუღარე წყალი კი ბავშვს კიდურებზე გადაესხა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარებას ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვს.

„თავად როგორ გამოაძრობდა ბავშვი. ელემენტარული, ბევრი ხალხი იყო, დავსხედით და სხვა არაფერი. უცებ ბავშვმა ტელეფონი დაიკავა და კივილი ატეხა და ეს ფეხის პრობლემა ვნახეთ მერე.

რა ვიცი, ჩვენ სადაც ვისხედით იმ მხარეს იგი ქნა. იმ წუთში, თორემ სხვა არაფერი არ მომხდარა იქ და ბავშვს აქვს დამწვრობა“. – აღნიშნა ბავშვის დედამ, ნონა გურგენიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა.

6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.

„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის, იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“. – აღნიშნა მოზარდის დედამ.

„ბათუმელები“ ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g