ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „კალიარის“ გაუტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა 2:1.
„სტადიო დიეგო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრაში კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას მცდელობით გავიდა ნეაპოლელთა პირველი გოლი. თავად კი თავი 76-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის პასით გამოიჩინა თავი.
ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-5 გოლი გაიტანა და პლუს სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
გატანილი გოლის შემდეგ, ხვიჩას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ხვიჩას ფოტოს აქვეყნებს.