LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება 18 ერთნაირი Porsche 911 GT3 გარბნის გარეშე

113

ნიდერლანდურ საიტზე Marktplaats გაჩნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იყიდება 2015 წელს გამოშვებული, 18 თეთრი ფერის Porsche 911 GT3. ყველა ავტომობილი აღჭურვილია ოფციური პაკეტით – Clubsport, გარბენი კი ყველა მათგანისთვის ნულს უტოლდება. თითოეული სპორტქარის ფასი 134 500 ევროა.

როგორც გამოცემა Autoblog აზუსტებს, ავტომობილები კერძო სარბოლო ტრეკისთვის შეიძინეს, რომელიც საბოლოო ჯამში აღარ აშენდა. სწორედ ამიტომ გაიტანეს ავტომობილები გასაყიდად.

Porsche 911 GT3 პაკეტით Clubsport სტანდარტული ვერსიისგან უსაფრთხოების კარკასის არსებობით განსხვავდება. ასევე აქვს ექვს წერტილიანი სარბოლო ღვედი და ცეცხლმაქრის სამაგრი.

სპორტული კუპე აღჭურვილია 3,8 ლიტრიანი ატმოსფერული 6 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 475 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავი შვიდ საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან და ორ გადაბმულობასთან ერთად მუშაობს. ნულიდან ას კილომეტრს 911 GT3 3,5 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კილომეტრ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები