დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერია სამძიმრის წერილში.
My deepest condolences to the people and the government of Czechia for the civilian lives taken in the attack on Charles University in Prague. The whole world was shocked by this terrible tragedy. Georgia stands by you at this difficult time!
— Kakha Kaladze (@kakhakala) December 21, 2023
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი
პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები