LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარხართ.. მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის“ – სოფო ნიჟარაძე

4694
Untitled design (2)

„მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემაში, მომღერალ სოფო ნიჟარაძის არაჩვეულებრივმა შესრულებამ „Ancora“, საზოგადოების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა. მათ შორის თავად სიმღერის ავტორი – ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც, რომელმაც სიმღერის აღნიშნული ვერსია საკუთარ გვერდზე გააზიარა.

როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ

ვიდეო: სოფო ნიჯარაძის ნამღერი Ancora, სიმღერის ავტორმა ინსტაგრამზე დააშეარა – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ვიდეო: „უნიჭიერესი და ყველასგან განსხვავებული“ – სოფო ნიჟარაძის საოცარი შესრულება

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკალური ნომრის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს

მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia მას ეკუთვნის სიმღერის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა “ანკორას” ინსტრუმენტალი

მადლობა დათააა

მადლობა ჩემს ალეკო ბერძენიშვილს Alekø Berdzenishviliდა ქეთი ორჯონიკიძეს Keti Orjonikidze

ასევე მადლობა ჩემს დათუნა სულიკაშვილს Datuna Sulikashvili ლუქისთვის, ოლგა სპირინას Olga Spirina მეიქ აფისთვის დაააა

ბოლოს მთავარი

ჩემს დათო გერსამიას, რომლის კადრი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულია David Gersamia

და რა თქმა უნდა მთავარ სულის ჩამდგმელს ჩემს Nika Gvaramia

ჩემს სუპერ გოგოს Tashka Tamar Chantladze“, – წერს სოფო ნიჟარაძე.

 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს ????…Posted by Sofia Nizharadze on Tuesday, January 2, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g