LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიდხანს არ დამჭირდა ფიქრი, რომელი ერთობლივი ნამუშევრით მომელოცა.. წინ ფილარმონია და რაც ყველაზე მთავარია, უამრავი ადამიანის გული გველოდება!..“ – რა კადრებით ულოცავს მამა პეტრე კოლხი დათო არჩვაძეს იუბილეს

763
BeFunky-collage (1)

მომღერალი დათო არჩვაძე იუბილარია. ის უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის ემოციური მილოცვა მიიღო მამა პეტრე კოლხისგან, რომლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არც შენი დღე გამომრჩენია… ან როგორ უნდა გამომრჩეს… ღმერთმა ინება ასე, რომ ჩვენი გზები საინტერესოდ შერწყმოდა ერთმანეთს…
ობიექტურად ვიტყვი, ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ის, რაც ერთად შევქმენით… ნამდვილს და ღირებულს, დრო ვერაფერს დააკლებს… პირიქით, რაც დრო გადის, ხარისხიანი უფრო ფასდება და ისტორიის ნაწილი ხდება…

„რა ბედნიერებაა რომ ჰყავხარ ქართულ ესტრადას“ – დათო არჩვაძე იუბილარია

დიდხანს არ დამჭირდა ფიქრი, რომელი ერთობლივი ნამუშევრით მომელოცა დაბადების დღე, რადგან მაპატიოს „მაფშალიამ” და პირველი მაინც მცხეთა გამახსენდა… ჩვენი პირველი დედაქალაქის ჰიმნი…

გილოცავ და მაგარია, რომ გაჩნდი… წინ ფილარმონია და რაც ყველაზე მთავარია, უამრავი ადამიანის გული გველოდება!.. “, – წერს მამა პეტრე კოლხი და ვიდეოს გვიზიარებს.

„ახლა ჩემი გოგონა უკვე 15 წლისაა… ერთმანეთს არ ვიცნობთ და იმედია, მალე გავიცნობ პირადად, ჩავიხუტებ და ერთად შევასრულებთ სიმღერას“ – დათო არჩვაძე უფროს შვილთან ურთიერთობაზე

ვიდეო: დათო არჩვაძის საშობაო სიმღერა სამ შვილთან ერთად: „აი, მთავარი სიურპრიზიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g