LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ჩემი გოგონა უკვე 15 წლისაა… ერთმანეთს არ ვიცნობთ და იმედია, მალე გავიცნობ პირადად, ჩავიხუტებ და ერთად შევასრულებთ სიმღერას“ – დათო არჩვაძე უფროს შვილთან ურთიერთობაზე

3491
დათო-არჩვაძე

მომღერალი დათო არჩვაძე ია ფარულავას გადაცემაში „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ სტუმარი იყო.

ია ფარულავამ მაყურებელს დათო არჩვაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გაახსენა, სადაც მან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შვილის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ია ფარულავას კითხვას, „ეს ურთიერთობა დალაგდა“? დათო არჩვაძე პასუხობს:

„იმ გადაცემის შემდეგ სასწაული მოხდა. აღდგომა დღეს იყო ჩემი პირველი შვილის დაბადების დღე და გავიგე, რომ გახსნა ფეისბუკი. ღამის 12 საათს გულის კანკალით დაველოდე და ზუსტად 12 საათზე ერთდროულად მივულოცე დაბადების დღე და აღდგომა.

გულებით მომწერა, მეც მიყვარხარ და მენატრებიო. ასეთი ბედნიერი აღდგომა მე არ მქონია. ეს იყო ჩვენი პირველი ურთიერთობა.  ახლა ჩემი გოგონა უკვე 15 წლისაა.

ერთმანეთს არ ვიცნობთ და იმედია, მალე გავიცნობ პირადად, ჩავიხუტებ და ერთად შევასრულებთ სიმღერას.

ეს თემა მოსაყოლადაც რთულია“. – ამბობს დათო არჩვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g