LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალ მთაში -13, -14 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი“ – როგორი ამინდი იქნება შობის ღამეს: ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

3966
ing (3)

7 იანვარს, ღამის საათებში საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი.

როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 8 იანვარს ყინვები შერბილდება და დათბება, 9 იანვრიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება.

„7 იანვარს ღამის საათებში, საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა 0, -1 გრადუსამდე დაიკლებს, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში -5, -7 გრადუსი ყინვა იქნება, მაღალ მთაში კი -13, -14.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც, შესაძლებელია, რომ ღამით ყინვები უფრო გაძლიერდეს და -5, 0 გრადუსი იყოს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ტემპერატურა -7, -13 გრადუსამდე დაიკლებს.

8 იანვრის ღამით ყინვები შერბილდება. 7 და 8 იანვარს, დღის საათებში დათბება და დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13, +14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში კი +8+10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

8 იანვარს დათბება აღმოსავლეთ საქართველოშიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება.

9 იანვრიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g