ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
„ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან.