LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები“ – თბილისის მერის მოადგილე

152
ing (9)

„წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანის თქმითვე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე ახალი სამანქანე ხიდის გაჭრა იგეგმება:

„წერეთლის გამზირზე მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის თვის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი.

ეს არის ის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ხიდი როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება.

ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პროცედურებს, პროექტი უკვე რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, მაგრამ სამუშაოს დაწყების შემდეგ, მშენებლობა დაახლოებით 6 თვეში დამთავრდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

mazda magti 5g