ჯულია რობერტსი ბრიტანული „ვოგის” 2024 წლის თებერვლის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გარდა იმისა, რომ ფოტოები საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა და 56 წლის „ლამაზმანი“ კვლავ შეუდარებელია, ძალიან საინტერესო გამოდგა მისი უახლესი ინტერვიუც.
„ახალგაზრდულ იერს როგორ ვინარჩუნებ? დამწნილებით. ყოველ მეორე შაბათს თავს ქილაში ვყოფ, ეს სასწაულებს ახდენს, თუმცა სუნი საშინელია…“ – იხუმრა ჯულიამ.
„მე მართლა მჯერა კარგი მამაკაცის სიყვარულის ძალის. მჯერა, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს, რაც ძალიან მაბედნიერებს. ყოველთვის, როცა ადამიანს ბედნიერს ვხედავ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი წლისაა ის, ეს მაბედნიერებს“, – აცხადებს მსახიობი.
55 წლის ჯულია რობერტსი „გუჩის” ორეულით, მილანის მოდის კვირეულზე