გასულ კვირას მედია აქტიურად ალაპარაკდა მერილ სტრიპის ახალ რომანზე. ინსაიდერების ცნობით, ვარსკვლავი თავის კოლეგას, მარტინ შორტს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სტრიპი და შორტი „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე ერთად გადაიღეს. ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.
45 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, 74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია
ამჯერად წყვილი AFI Awards-ის ცერემონიალზე გადაიღეს. 74 წლის მერილი და 73 წლის მარტინი კვლავ ერთად ისხდნენ. წითელ ხალიჩაზე ფოტოების გადაღების დროს კი მათ ნამდვილი პერფორმანსი დადგეს. სტრიპმა შორტს სახეზე ხელი შეახო და გასწია. ფოტოებმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.