საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან ($70 მილიონზე მეტი, თუმცა წინა წელთან 78%-იანი კლება შეინიშნება), იტალიიდან (თითქმის $50 მილიონი) და აშშ-დან ($46 მილიონზე მეტი).
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხას, 2023 წლის დეკემბერში მან 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.