Forbes-ის ცნობით, საუდის არაბეთში, კერძოდ, დედაქალაქ რიადის დიპლომატიურ კვარტალში, 70 წლის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელების პირველი მაღაზია იხსნება, თუმცა მაღაზიაში ვაჭრობა მხოლოდ არამუსლიმი დიპლომატებისთვის იქნება ნებადართული, შესაბამისად, მათ ალკოჰოლური სასმელების შესაძენად დიპლომატიური საბუთის წარდგენა მოუწევთ.
ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის გახსნით ულტრაკონსერვატიული სახელმწიფოს მიზანი ქვეყნის იმიჯის მოდერნიზებაა, რათა საუდის არაბეთი ბიზნესმენებისა და დიპლომატებისთვის პოპულარულ ადგილად აქციოს. ნავთობისგან დივერსიფიცირება და ტურიზმისა და ბიზნესის გაძლიერება პრინც მუჰამედ ბინ სალმანის Vision 2030-ის ინიციატივის ნაწილია.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში ალკოჰოლის მიღება ასობით როზგით, დეპორტაციით, ჯარიმებითა და პატიმრობით ისჯება. კანონის დარღვევის შემთხვევაში დეპორტაცია ემიგრანტებსაც ეხებათ.