იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს.
ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა.
„ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება.
საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება.
- 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა.
- 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა.
- ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შემთხვევების მატებას.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას, რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო, ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ასევე იხილეთ:
ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“