LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუსტი და სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი“ – ჯგუფის „შინ“ ბასისტის და მომღერლის 32 წლის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

226
ing

მუსიკალური ჯგუფის „შინ“ ბასისტის და მომღერლის, ზურა გაგნიძის 32 წლის შვილს, კახი გაგნიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ყმაწვილობაში გადატანილმა ლეიკოზმა და ბ ჰეპატიტმა მის ჯანმრთელობას თავის კვალი დაამჩნია და ღვიძლში გამოავლინა მრავლობითი საეჭვო კერები, რომელთა ზუსტი და სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი“.

„მიუხედავად სახელმწიფო ხელშეწყობისა, ოჯახს სხვა დიდი ხარჯი აქვს გასაწევი და ჩვენი მხარდაჭერა აუცილებელია.
კახი, ცნობილი მუსიკოსის, ჯგუფ „შინ“-ის ბასისტისა და მომღერლის, ზურა გაგნიძის შვილი, ასევე ყველასთავის საყვარელი მსახიობების, ზაზა ლებანიძის და ჯემალ გაგნიძის შვილიშვილია.

როცა ვინმეს მხარდაჭერაზეა საუბარი, „შინ“ყოველთვის მათ გვერდშია, ახალა ჩვენი მხარში დგომაა აუცილებელი.

დედა – მანანა თურმანიძე GE24TB7993845064300067 “ – წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კახი გაგნიძეს (32 წლის) ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ყმაწვილობაშო გადატანილმა ლეიკოზმა და ბ ჰეპატიტმა თავის კვალი…

Posted by The Shin on Tuesday, January 30, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g