LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბრიტნი სპირსის ბოდიში არ მიიღო – ექს-წყვილის ომმა სცენაზე გადაინაცვლა

227
page

რამდენიმე დღის წინ ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ჯასტინ ტიმბერლეიკის ვიდეო გაავრცელა და ყოფილ შეყვარებულს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

„მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც ჩემს წიგნში დავწერე. ძალიან ვწუხვარ, თუ ვაწყენინე ვინმეს, ვინც ჩემთვის სულერთი არ არის. ასევე, მინდა ვთქვა რომ შეყვარებული ვარ ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ სიმღერაზე Selfish“, – წერს სპირსი.

ბრიტნი სპირსმა ჯასტინ ტიმბერლეიკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

თუმცა, როგორც ჩანს, ჯასტინმა ექს-შეყვარებულის ბოდიში არ მიიღო, მეტიც მათმა დაპირისპირებამ სცენაზე გადაინაცვლა. ტიმბერლეიკმა ბოლო კონცერტის მსვლელობისას საკულტო ჰიტი, Cry Me a River შეასრულა, რომელიც მან ბრიტნისთან დაშორების შემდეგ გაავრცელა. სიმღერის დაწყებამდე კი განაცხადა:

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბოდიში არავის მოვუხადო!“

Selfish – ჯასტინ ტიმბერლეიკი სიმღერას იმავე სახელწოდებით ავრცელებს, რა სახელწოდებითაც ბრიტნი სპირსმა გამოუშვა

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები