LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა

139
ინფლაცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანმრთელობის დაცვა; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანმრთელობის დაცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g