LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Lamborghini უფრო იაფი და ნაკლებად სწრაფი იქნება

56

კომპანიამ Lamborghini ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენაზე განახლებული მოდელი Huracan  წარადგინა. ავტომობილმა ახალი ინდექსი LP 580-2 მიიღო, ხოლო განსაკუთრებული სიახლე მისი წამყვანი თვლები გახდა.

განახლებული მოდელი Awd-ის მაგივრად, უკანაწამყვანთვლიანი იქნება, რომელშიც მოთავსებულია 5.2 ლიტრიანი V10 ტიპის ატმოსფერული  ძრავი, რომლის სიმძლავრეც 580 ცხენის ძალას შეადგენს. გარდა ამისა, ავტომობილი 33კგ-ით არის შემსუბუქებული და 100კმ/სთ-ს 3,4 წამში ანვითარებს. მისი წინამორბედის სიმძლავრე 610 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო 100კმ/სთ-ს 2.1 წამში ანვითარებს. LP 580-2-ის მაქსიმალური სიჩქარე 325დან 318კმ-მდე შემცირდა.

 

ef2d8a39e07807cb2f2ec3ffecc04be6e4116d56

 

უკანაწამყვანთვლიანი Huracan-ისთვის სპეციალურად შეიქმნა მოდიფიკაციები, რომელმაც შეცვალა ავტომობილის სამართავი სისტემა და დამზადდა სპეციალური დაკიდების სისტემა. გარდა ამისა, შეიცვალა ჰაერის შემშვები სისტემაც, დისკები და საბურავებიც, რომელიც ამ მოდელისთვის სპეციალურად კომპანია Pirelli-მ შექმნა.

ევროპის ქვეყნებში განახლებული Lamborghini Huracan LP 580-2 200ათასი დოლარი ეღირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საავტომობილო ბაზარზე მისი ფასი 30ათასი დოლარით შემცირდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები