LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი მამაკაცების ფესტივალი, რომელიც უკვე 1000 წელს ითვლის, წელს ბოლოჯერ ჩაატარეს

164
gettyimages-2019069678

იაპონიაში შიშველი მამაკაცების ფესტივალი ბოლოჯერ ჩატარდა. ამის შესახებ CNN წერს.
ტრადიციული ფესტივალი სომინ-საი, ცნობილი როგორც – შიშველი მამაკაცების მსვლელობა, განმარტოებით მდებარე ტაძარში ყოველ წელს, აღმოსავლური კალენდრით ახალი წლიდან მეშვიდე დღეს იმართებოდა. ფესტივალის ფარგლებში ასობით ახალგაზრდა მამაკაცი ყინვაში ერთმანეთს თილისმის მოსაპოვებლად ებრძოდა. საქმე ისაა, რომ ეს თილისმა მათ კეთილდღეობას და წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.

ორგანიზატორთა თქმით, სომინ-საი ათასი წელია უკვე რაც ტარდება. თუმცა, 2024 წელი ამ უძველესი ტრადიციისთვის ბოლო აღმოჩნდა, რადგან დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად საკმარისი მსურველი ვეღარ იპოვეს. ონლაინ-განცხადებაში ფესტივალის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ მოსახლეობის სწრაფი დაბერების და უინიციატივო ახალგაზრდობის გამო, ყოველ წელს სულ უფრო და უფრო უჭირდათ ფესტივალის გამართვა. სამწუხაროდ, ასაკოვან ადამიანებს ასეთი დატვირთვის გაძლება არ შეუძლიათ.

საინტერესოა, რომ იაპონიის მოსახლეობა 1980-იანი წლებიდან მცირდება. სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული რისკების შემცველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები