მოგზაურობის დაგეგმვის ონლაინ-სერვისმა OneTwoTrip-მა გაანალიზა მონაცემები და გაარკვია ყველაზე პოპულარული საზღვაო დასვენების ადგილები გაზაფხულის დასაწყისში.
ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება აღმოჩნდა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კერძოდ, დუბაი .
მეორე ადგილზე გავიდა ტაილანდის პხუკეტი. ამ კუნძულზე გაზაფხულზე საკმაოდ ცხელა, 30 გრადუსზე ნაკლები არა რის. წყლის ტემპერატურა კი 28 გრადუსია.
რეიტინგის მესამე ადგილი უკავია ინდონეზიის ბალის. აქ გაზაფხულის დასაწყისი მშრალი და ცხელია, ტემპერატურა 30 გრადუსზე მერყეობს.
სიაში ასევე მოხვდნენ ვიეტნამის, შრი-ლანკის, მალაიზიის, მალდივისა და ფილიპინების კურორტები.