დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კოლექცია წარადგინა. ჩვენების გახსნამდე დიზაინერმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თავისი კოლექციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პერფორმანსის მიზანი Balenciaga-ს წარსულსა და მომავალ შორის ერთგვარი კავშირის ჩვენებაა.
ჩვენების ვიდეო მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. დემნას გამომწერები აღნიშნავენ, რომ დიზაინერმა „სრული ფურორი და სიგიჟე“ მოახდინა.