LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი პრეზიდენტის ვეტოზე: „ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, ერთ-ერთი დავალება, ვეტო დაძლეული იქნება“

163
კობახიძე და ზურაბიშვილი

„ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტო დაძლეული იქნება.

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

„სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება.

თუმცა, ეს ვეტო, კიდევ ერთხელ, ვერ შეუქმნის, რა თქმა უნდა, პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას.

შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი აქვს “. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოდიშარია ცესკოზე: „მოტაცება ვიცი მთვარის, არაფრის მოტაცებას არ ვაპირებთ“

magti 5g