„ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონიის დასრულების შემდეგ, Vanity Fair-ის წვეულება გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად უამრავი ვარსკვლავი სტუმრობდა, მათ შორის გახლდათ „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი შეუდარებელი საცოლე, ლორენ სანჩესი.
ამ დღეს 54 წლის ჟურნალისტს lever couture-ის პომპეზური კაბა ამშვენებდა. ეს გახლდათ შიფონის ალისფერი კაბა, რომელსაც მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული, გვერდები კი ბოლომდე ჰქონდა ჩახსნილი. მოგვიანებით სანჩესმა შთამბეჭდავი ფოტოები ინსტაგრამზე გაავრცელა.
„ყველაზე ჯადოსნური საღამო“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ლორენმა.
„სანჩესის ეფექტი“ – ჯეფ ბეზოსის აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებშიც მისი ცნობა გაგიჭირდებათ
ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი მაიამის მზეს ეფიცხებიან – წყვილის მორიგი გამოჩენა
ფოტო: როგორ ცვლის მილიარდები – ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გასაოცარი გარდასახვა