LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრი ავიაკომპანიას რასიზმისთვის უჩივის და 100 ათასი დოლარის კომპენსაციას ითხოვს

134
99eb26c6160b747e59c0f7ad4ab03bcd

United Airlines-ის მგზავრი რეისიდან მოხსნეს, რადგან ლანჩის ყუთის გამო მას ბორტგამცილებელთან კამათი მოუვიდა. შედეგად მგზავრი ავიაკომპანიას რასიზმისთვის უჩივის, წერს Yahoo News.

როგორც გამოცემა აზუსტებს, ჩინური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მგზავრი, სახელად იუბო მიაო, ჩიკაგოდან სან-დიეგოსკენ მიმავალ თვითმფრინავის ბორტზე ავიდა და თან აიტანა ორი ჩანთა, ასევე საკვებით სავსე ლანჩის ყუთი. მთელი ბარგი მან ზედა თაროზე შემოაწყო, რაზეც ბორტგამცილებლისგან შენიშვნა მიიღო. მამაკაცს სთხოვეს, რომ საკვები სავარძელთან დაედო, რასაც კამათი და საბოლოოდ მგზავრის რეისიდან მოხსნა მოჰყვა.

თავის სარჩელში მაიომ განაცხადა, რომ ევროპული წარმოშობის მგზავრს საკვების ზედა თაროზე დატოვების უფლება მისცეს. ამიტომ მისი შემთხვევა რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითია და ავიაკომპანიისგან მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 100 ათას დოლარს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები