LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების გარე ბალიშები, რომლებიც საავტომობილო ბაზარზე გადატრიალებას მოახდენს

81

თუ თქვენ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ საავარიო სიტუაციაში, სავარაუდოა, რომ თქვენც და ავტომობილსაც დიდი ზიანი მოგადგათ. ამ მომენტისთვის ავტომფლობელების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი და სანერვიულო სწორედ პირდაპირი შეჯახების პრობლემის მოგვარება გახლავთ.

კომპანია ZF TRW, რომელიც ერთ–ერთი ინოვატორია ავტოსისტემებისა, უსაფრთხოების გარე ბალიშების შექმნაზე მუშაობ, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლიდან გამოჩნდება საავტომობილო ბაზარზე.

უსაფრთხოების გარე ბალიშები პირდაპირი შეჯახების შემთხვევაში ამოქმედდება და ავტომობილის მაქსიმალური დაცვის მიზნით, შეჯახების ინერციას მკვეთრად შეამცირებს. პირველ რიგში, ეს სისტემა მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა. ის მოთავსებულია 3D ყუთში და მაქსიმალურად იცავს ავტომობილსა და მგზავრებს დაზიანებისაგან.

 

 

ამ უახლესი სისტემის პრეზენტაცია იანვარში ”Consumers Electronic Show”-ს საშუალებით მოხდა და დებიუტიდანვე დიდი ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემის საავტომობილო ბაზარზე დანერგვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, ტექნიკოსები სპეციალური სენსორების მეშვეობით მუდმივად აკონტროლებენ სისტემის გამართულად მუშაობის პროცესს.

სპეციალისტების თქმით, კომპანია TWR-ს მიერ დანერგილი უსაფრთხოების გარე ბალიშების სისტემის დანერგვით, მაქსიმალურად შეამცირებს ავტომობილების დაზიანების პროცენტულ მაჩვენებელს. ასე, რომ სრულიად სავარაუდოა, რომ ახალმა უსაფრთხოების სისტემამ საავტომობილო ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.

 

https://www.youtube.com/watch?v=W8LX7hIT6zE

 

თუმცა, დადებით თვისებებთან ერთად, ამ სისტემას თავისი მინუსებიც აქვს, მაგალითად: მტვერი, ქარი, სიცივე, სითბო, კოროზიები, რაც სისტემას გამართულ მუშაობაში უშლის ხელს.

თუ სისტემის შემქმნელებს დავუჯერებთ, ის მინუსები რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ გამოსწორებადია და მუშავდება კიდეც. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამ სისტემით უკვე დაინტერესდნენ წამყვანი ავტომწარმოებელი კომპანიებიც და თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, სავარაუდოა, რომ ინოვაციური უსაფრთხოების სისტემა 2020 წლიდან დაინერგება და ის დამონტაჟდება როგორც უახლეს მოდელებში, აგრეთვე ძველ ავტომობილებშიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები