LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Takata უსაფრთხოების ბალიშების გამო მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

51

კომპანია Takata უსაფრთხოების ბალიშების გამო მილიარდ დოლარს გადაიხდის. იაპონურმა ავტომწარმოებელმა დანაშაული აღიარა და გაუმართავი „აირბაგების“ შექმნა დაადასტურა. სასამართლო პროცესი ამერიკაში, ქალაქ დეტროიდში გაიმართა და ბრენდის თაღლითობა დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, არსებობდა იმის საფრთხე, რომ Takata-ს „აირბაგები“ ნებისმიერ დროს გახსნილიყო და კონსტრუქციის ნაწილით სალონში მყოფი ადამიანები არამხოლოდ დაეზიანებინა, არამედ ფატალური შედეგიც კი გამოეწვია. დანაშაულის აღიარების შემდეგ იაპონური კონცერნი ამერიკის მთავრობას ზარალის ასანაზღაურებლად მილიარდ დოლარს გადაუხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები