მადამ ტიუსოს მუზეუმმა ბერლინში, ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა.
ექსპონატი, ერთი-ერთში იმეორებს ამერიკელი ვარსკვლავის იმ ვიზუალს, რომლითაც ის ფილმის – House of Gucci მილანურ პრემიერაზე გამოჩნდა.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტის დუბლიკატი ,,ვერსაჩეს” წითელი კაბის, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და Tiffany & Co.-ს ანალოგი ყელსაბამით, ფანებმა დადებითად შეაფასეს.
ინფორმაციისთვის, Lady Gaga 28 მარტს 38 წლის გახდა.