LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ კიბერ ჩაქუჩი გამოუშვა, თუმცა ის ყველასთვის არაა განკუთვნილი

150
tesla

Tesla-მ Cybertruck-ის სტილში შესრულებული ჩაქუჩი გამოუშვა და ის ყველაზე ერთგული კლიენტებისთვისაა განკუთვნილი. ამერიკელი მწარმოებლის უჩვეულო აქსესუარების სიას CyberHammer დაემატა, რომელიც თავისი ფორმით კუთხოვან ელექტრო პიკაპს ძალიან ჰგავს. ტირაჟი მხოლოდ 800 ეგზემპლარით შეიზღუდება. ფასი არ არსებობს: ჩაქუჩს რჩეული კლიენტები მიიღებენ.

სავაჭრო ნიშნის CyberHammer-ის რეგისტრაციის შესახებ Tesla-მ განცხადება იანვრის თვეში შეიტანა. ამ განცხადებაში აქსესუარი ასე იყო მოხსენიებული – „ სავარჯიშო მოწყობილობა, უფრო ზუსტად სპორტული ჩაქუჩი“.

საინტერესოა, რომ ჩაქუჩით დაჯილდოებულმა რამდენიმე კლიენტმა ის უკვე გასაყიდად გამოიტანა. eBay-ზე განსხვავებული ფასების მქონე განცხადებები იძებნება – ერთმა გამყიდველმა აქსესუარი 3900 დოლარად შეაფასა, მეორემ – 5500 დოლარად. ყველაზე იაფად კი CyverHammer-ის შეძენა 2500 დოლარადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები