LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქუბარდია პაპუაშვილს: „შეგახსენებთ, „ოცნების“ კი არა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ – რატომ არ მოჰყვება რეაგირება იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც არც ტრადიციულ ღირებულებებში ჯდება და არც მანდილის ღირსებაში?!“

184
თეონა აქუბარდია და შალვა პაპუაშვილი

„თუ შეიძლება მითხრით, საუბარია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე, წახალისებებზე პარლამენტში – გუშინ ყურადღებით გისმინეთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, სწუხდით ამ ყველაფერზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამო ამბობდით.. თქვენი პასუხისმგებლობა ხომ არ არის ის, რომ ეთიკის საბჭო არ არის დაკომპლექტებული?! რატომ არ არის დაკომპლექტებული?“ – ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აქუბარდიამ ასევე თქვა, რომ ასევე აინტერესებს, რატომ არ მოჰყვება რეაგირება ბოდიშთან ერთად იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც არც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებში ჯდება, არც ოჯახური ფასეულობების დაცვაში და არც მანდილის ღირსებაში:

„კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად..“ – ზარქუა ოდიშარიაზე

„მაინტერესებს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ნარატივი იქნება, ვითომ ბავშვთა უფლებების დაცვა, როდესაც ბავშვთა უფლებებში არსებობს რეალური სხვა პრობლემები, რომელზეც თქვენ არ ლაპარაკობთ და არც სთავაზობთ ოჯახებს ამ პრობლემების მოგვარებას, ხომ არ იქნება გამოყენებული წინასაარჩევნო კამპანიაში ეს საკითხები საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ხომ არ არის ეს გარკვეულწილად ირიბად კიდევ ერთხელ მცდელობა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით წინასაარჩევნო კამპანია, სწორედ, ამ ფსევდოღირებულებებით დაიწყოს, ვითომ ბავშვთა ზრუნვის მოტივით, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს ბავშვთა უფლებებზე იმიტომ, რომ თქვენ ბავშვთა უფლებებზე, რომ ზრუნავდეთ აქამდე სკოლებში კვებაზე გექნებოდათ უკვე პასუხი.

ასევე ნახეთ

„რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია, თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ“

ამ მოცემულობაში, მე მაინტერესებს აპირებთ თუ არა ადმინისტრაციის რესურსის გამოყენებას წინასაარჩევნოდ საყოველთაო განხილვების მეშვეობით იმისთვის, რომ ამ მოცემულობაში ირიბად შექმნათ წინაპირობა საარჩევნო კამპანიაში ამ საკითხის მანიპულირების, ალბათ, საინტერესო იქნებოდა ცესკოს და მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყურადღება ამ საკითხზეც იმიტომ, რომ ეს იქნება თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება, ისევე როგორც რუსული კანონი, შეგიძლიათ მიკროფონი გამითიშოთ, როდესაც ამას ვამბობ.

„მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია“ – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა

თქვენს სიტყვას, რომ ჩალის ფასი აქვს არა ერთხელ გამოჩნდა, თქვენ ეს კანონი შემოაბრუნეთ. თუ შეიძლება მითხრათ, ამ შემთხვევაში საუბარია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე, წახალისებებზე პარლამენტში. გუშინ მე ყურადღებით გისმინეთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, სწუხდით ამ ყველაფერზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამ ამბობდით. თქვენი პასუხისმგებლობა ხომ არ არის ის, რომ ეთიკის საბჭო არ არის დაკომპლექტებული. რატომ არ არის დაკომპლექტებული?

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

იქნებ ამაზე პასუხი მითხრათ. რატომ არ მოჰყვება რეაგირება ბოდიშთან ერთად იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც არც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებში ჯდება და არც ოჯახური ფასეულობების დაცვაში, არც მანდილის ღირსებაში, როგორც თქვენი თანაგუნდელი ამბობს“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

აღნიშნულ კითხვებზე პარლამენტის თავმჯდომარემ, აქუბარდიას უპასუხა, „თუ არ გინდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ და დაასახელოთ თანათავმჯდომარე, რა გითხრათ. რაც შეეხება ოპოზიციის წევრებს ეთიკის საბჭოში, ჩემი კაბინეტის თანამშრომლები ურეკავდნენ პოლიტიკური ჯგუფიდან პოლიტიკურ ჯგუფებს რამდენიმე კვირა და ძლივს შედგა, მაშინ შემადგენლობა. გთხოვთ, ამ მხრივ თქვენც ჩაერთოთ“.

ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“

„მადლობა, ქალბატონო თეონა, რომ მიყურებთ ტელევიზიით. ნამდვილად კარგი არის. ბევრ რამეს გაიგებთ და კარგია. მსიამოვნებს, რომ ჩემი სიტყვა გაინტერესებთ. რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, მიკვირს კითხვას, რომ სვამთ. იმიტომ, რომ ეთიკის საბჭოს, რაც შეეხება, შეგახსენებთ, ეთიკის საბჭო კომპლექტდება ნახევარი ოპოზიციის და ნახევარი უმრავლესობის წარმომადგენლებით.

თვეების განმავლობაში უმრავლესობას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები დანიშნული საბჭოში, ოპოზიცია არ ასახელებდა თავის წარმომადგენელს. რამდენჯერმე ბიუროდანაც მოგიწოდეთ, რომ დაასახელეთ თქვენი წარმომადგენელი იმისათვის, რომ იფუნქციონიროს.

ბექა ოდიშარია: თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი – ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს, გაასაჯაროვეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, საკმაოდ დამონტაჟებულია

თქვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან არ არის თანათავმჯდომარე დასახელებული ამ საბჭოში, ამიტომ, კითხვები ამ შემთხვევაში არის თქვენს მიმართ, ვგულისხმობ ოპოზიციას, უნდა დაასახელოთ თანათავმჯდომარე იმისთვის, რომ საბჭომ იფუნქციონიროს“, – დაამატა შალვა პაპუაშვილმა.

აქუბარდიამ პაპუაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა, „შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის კი არა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ“.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეთიკის საბჭო არ არის დაკომპლექტებული ოპოზიციის გამო. რა ვიცი, კაცო, კვოტების გაუქმებაზე გაურიგდით „გირჩს“ და შეძელით, რომ ეს კანონი მიგეღოთ და თუ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გულწრფელად შეწუხებული ხართ იმით, რაც პარლამენტში ხდება ქალი დეპუტატების წინააღმდეგ განსაკუთრებულად.

ეს თქვენთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, როგორც ტრადიციული კაცისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. რატომ ვერ გააკეთეთ იმდენი, რომ ეს საბჭო დაკომპლექტებულიყო მით უფრო, როდესაც ასეთი ტიპის თავდასხმებია. ჩემთან არასოდეს არ მოსულხართ და არ გითქვამთ…

პარლამენტის სხდომაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ პროექტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა

თქვენ ხართ პარლამენტის თავმჯდომარე, შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის კი არა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ. თქვენ უნდა იყოთ მოწადინებული, რომ ამ პარლამენტში არ იყოს გენდერული დისკრიმინაციის სახის წახალისება და თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული, რომ მარტო ცარიელი ბოდიში კი არ იყოს, არამედ შედეგის მოჰყვებოდეს.

თუ თქვენ იზრუნეთ კვოტირების გაუქმებაზე, რანაირად არ იზრუნეთ საბჭოს დაკომპლექტებაზე? სამი მოსმენით კონსტიტუციის განხილვას, სულ რომ მე ხმა მივცე და 113 ხმა მიიღოთ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ესწრება თუ არა გულწრფელად რომ მიპასუხოთ. როდესაც მანიპულაციებზე ლაპარაკობთ, ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ ესწრება, ამიტომ არის ეს თქვენი წინასაარჩევნო პროპაგანდა“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

magti 5g