კომპანია Nissan ერთ-ერთი პოპულარული მოდელის, Micra-ს ახალი თაობის ავტომობილს ტესტავს. პაპარაცებმა ის სწორედ ტესტირების დროს გამოიჭირეს.
როგორც სურათებში ხედავთ, ავტომობილი მკაცრად არის ”შეფუთული” და სავარაუდოა, რომ ორიგინალი მოდელი, პროტოტიპისგან სრულიად განსხვავებული იქნება.
ცნობილია, რომ ახალი თაობის ავტომობილი Sway-ს კონცეფციით დამზადდება, რაც საკმაოდ აგრესიულ ვიზუალში გამოიხატება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილის წარმოება ბრიტანეთში მდებარე Nissan-ის ბაზაზე მიმდინარეობს.
ჯერჯერობით ავტომობილის ტექნიკური დეტალების შესახებ ცნობილი არაფერია. თუმცა, სავარაუდოა, რომ ავტომობილი ახალი თაობის ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც კომპანიამ უკვე წარმოადგინა. ახალი თაობის ძრავის სიმძლავრე კი 98 ცხენის ძალას შეადგენს…


