ცნობილი ხდება, რომ Abba-ს ჰოლოგრამის შოუ ბრუნდება, ამჯერად განახლებული პროგრამით. ამის შესახებ განცხადება თავად ჯგუფის წევრებმა გამოაქვეყნეს.
79 წლის ბიორნ ულევეუსი, 74 წლის აგნეტ ფელტსგუკი, 79 წლის ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და 78 წლის ბენი ანდერსონი ამბობენ, რომ შოუს განახლების მიზეზი, მრავალათასიანი აუდიტორიაა. სწორედ ხალხის სიყვარული და კონცერტებისადმი დიდი ინტერესი გახდა მიზეზი იმისა, რომ შვედურმა ოთხეულმა ახალი ჰოლოგრამის შოუ დაგეგმა.
ცნობილია, რომ კონცერტი 90 წუთს გრძელდება და მისი მსვლელობისას, მაყურებელი Abba-ს ყველა ცნობილ ჰიტს მოისმენს.
ცნობილია, რომ ჯგუფის წევრებმა სამი კვირა გაატარეს სტუდიაში, რათა მათი მოძრაობები და შესრულების მანერა თავიდან ჩაეწერათ ჰოლოგრამის ახალი ნომრების დასადგმელად. თვითმხილველები ამბობენ, რომ შოუ იმდენად ცოცხალი და ეფექტურია, რომ მას რეალურისგან ვერ გაარჩევთ.
2023 წელს ჯგუფის შოუებმა 322 მილიონი ფუნტი სტერლინგი შემოსავალი მოიტანა, ამჯერად ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ბილეთის ფასი 180 ფუნტიდან იწყება და ჯავშნები 2026 წლამდე შევსებულია.
შვედეთის მეფემ ABBA-ს სამეფო ორდენი მიანიჭა
ლეგენდარული ABBA-ს ალბომი Voyage ყველაზე გაყიდვადია


