LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტული პოტენციალი ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

227

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე AITF 2017 წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სტენდი გამოფენაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 22 ქვეყნის 272 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს შეთავაზებებს ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა ტიპის ტურისტული კომპანიები სთავაზობდნენ. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აზერბაიჯანში აჭარის რეკლემირებას უზრუნველყოფენ. მაისის პირველ ნახევარში აჭარას ზერბაიჯანში წამყვანი მედია საშუალებების ჯურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ.

ტურისტების რაოდენობის მხრივ აზერბაიჯანი რეგიონში მე-5 ადგილზეა. გასულ წელს, აჭარას 31 326 აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობდა.