LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი მაკალათია: „მეუღლეში ძალიან გამიმართლა, ის ისეთია, როგორზეც მუდამ ვოცნებობდი“

106
აჩი-მაკალათია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, აჩი მაკალათია. მან წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

როგორ შეხვდი ახალ წელს?

ახალ წელს სოფელში შევხვდი, აბაშაში. ბავშვები ჩავიყვანეთ. დღესასწაულებს სულ ოჯახთან ერთად ვხვდები ხოლმე. ეს ერთგვარი ტრადიციაა.

ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, გვიამბე შენი ბავშვობის შესახებ…

5 წლის ასაკში ცურვაზე შემიყვანეს, შემდეგ კი ბატუტზე ხტომაზე. სულ მიყვარდა ძრომიალი და ხტომა მაღალი ადგილებიდან. შემდეგ უცებ გავმაღლდი, მაღალი გავიზარდე ამ სპორტისთვის. შემდეგ მოხდა ისე, რომ თეატრალურში ჩავაბარე. მინდოდა ისეთ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სადაც საშინაო დავალებებს არ მომცემდნენ. იქ ცოტა უცნაური ხალხი დამხვდა, სულ სხვა ინტერესების მქონდე ადამიანები იყვნენ. მე სპორტული გატაცებები მქონდა. მეორე კურსიდან ჩავჯექი გრაფიკში, არც ვაგვიანებდი და მუდამ მომზადებული ვიყავი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მადლიერი ვიქნები მუდამ მისი – სლავა ნათენაძემ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

რა მოხდა შემდეგ? ალბათ რთულია ასეთ კონკურენციაში ყოფნა

სულ მიმართლებს ხოლმე, ასეა მუდამ. კონკურენცია საკმაოდ დიდია და რთულია ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი მსახიობი ვართ, თანაც ბევრი კარგი მსახიობი, თეატრიც ვერ იტევს ამდენს. რა მოხდა შემდეგ? 2 წლის შემდეგ, სადიპლომო სპექტაკლი იყო არტურ მილერის „სეილსმენი“, რომელიც დავდგით თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩემს როლზე ვინც იყო, პრემიერის წინა დღეს შეუძლოდ გახდა, გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ და მე მომიწია ამ როლის თამაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა მუდამ თვითკრიტიკული ვარ.

შემდეგ იყო ჩემი ცოლის დაქალები

დიახ, უმნიშვნელო როლი იყო საკმაოდ და არ ველოდი, რომ ასეთი პატარა როლი, ასეთ ცნობადობას მომიტანდა. ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მკითხა, თუ ხარო მზადო, მეც დავეთანხმე. პრინციპში, ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ ამ სერიალმა მომიტანა, თუმცა, „ტიფლისის“ მეორე სეზონშიც ვთამაშობდი და საკმაოდ საინტერესო როლი მქონდა.

როგორ ეგუება შენი მეუღლე შენს პროფესიას?

მე სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით. ის ჩემი მეგობრის ახლო მეგობარი იყო და მისკენ არც გამიხედავს. ინიციატივა მისგან წამოვიდა. მთელი სწავლის პროცესი თამთამ ჩემთან ერთად გამოიარა და ის იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. შემდეგ შეგვეძინა ქალიშვილი, მართა, ახლა ის 9 წლის გახდება, ორ წელიწადში კი ბიჭი, მელქისედეკი, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეს კი ჩვენ ძალიან გვაბედნიერებს. მინდა გითხრათ, რომ მეუღლეში ძალიან გამიმართა, ის ისეთია როგორზეც მუდამ ვოცნებობდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები