LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები რა ბოროტები არიან…“ – პერის ჰილტონმა ვაჟის მორიგი ფოტოები გაავრცელა

985
page

42 წლის პერის ჰილტონმა ვაჟის, ფენიქსის ახალი ფოტოები გაავრცელა. უსაყვარლეს ბიჭუნას ცისფერი კოსტიუმი აცვია.

„მგონი საბავშვო კოსტიუმებზე დამოკიდებული გავხდი“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ჰილტონმა ვაჟის ფოტოები გაავრცელა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კომენტარებში წერდნენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ოჯახს მის ექიმთან მიყვანას ურჩევდნენ.

ჰილტონმა ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა. ის აცხადებს, რომ 8 თვის ფენიქსი სრულიად ჯანმრთელია.

„ადამიანები რა ბოროტები არიან…. ჩემი ანგელოზი სრულიად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა მე ის ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“, – აცხადებს პერისი.

„ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“ – პერის ჰილტონმა ვაჟი გამოაჩინა, ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

პერის ჰილტონმა 7 თვის ვაჟის ფოტოები გაავრცელა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Paris Hilton (@parishilton)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები