LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, ვინც დატოვა საკუთარი ძაღლი, მასთან ერთად საკუთარი ადამიანობა დატოვა – ძაღლებს არ აქვთ პასუხი საკუთარ შეცდომებზე, ადამიანებს აქვთ.. ძაღლებმა არ იციან რას აშავებენ, თუ აშავებენ და ადამიანებმა – შესანიშნავად“ – გიორგი კეკელიძე

200
გიორგი კეკელიძე

მწერალი და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პატრონისგან მიტოვებული ძაღლებისა და ადამიანის დამოკიდებულების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, ანგელოზივით გულუბრყვილო ლოდინი, მიტოვებული ძაღლი რომ ელის პატრონს მეთქი – უნდა დამეწერა, მაგრამ პატრონი წაშლილი სიტყვაა იმ ადამიანის ლექსიკონში და გაუგებარი.

დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება. თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს, რატომ არ არის ეს ის კაცი ანდა ქალი, ვისაც იცნობდა.

დავწერდი ასეთ მეტაფორებს, ზედაპირულებს:

ადამიანი, ვინც დატოვა საკუთარი ძაღლი, მასთან ერთად საკუთარი ადამიანობა დატოვა და ვინც წავიდა და აღარ დაბრუნდება, საკუთარი ადამიანობიდან წავიდა-მეთქი, მაგრამ სასაცილოა.

რადგან სასაცილოა, ის ვინც „ადამიანი“ საქებარ სიტყვად მოიგონა.

ძაღლებს არ აქვთ პასუხი საკუთარ შეცდომებზე, ადამიანებს აქვთ – ერთის პასუხი და მეორეს უპასუხობა იგივე მიზეზითაა – ძაღლებიც და ადამიანებიც სულ მართლები არიან, ოღონდ ძაღლებმა არ იციან რას აშავებენ, თუ აშავებენ და ადამიანებმა – შესანიშნავად. ამიტომაც არის ორივე სულ მართალი. ამიტომაც არის სამართალი სხვადასხვა და მხოლოდ სიტყვით გაუზომელი.

ადამიანს, ვინც წუხელ საკუთარი ძაღლი ქუჩაში დატოვა,

სიზმრები აღარ ესიზმრება – ამის მერე

არ შეიძლება იძინებდე და სიზმარს უძლებდე.

„რა იცი, როგორ უჭირდა, რომ ტოვებდა?“ – ამბობს სავლე და სავლე ამბობს – „ეგებ დაუღრღნა ყველაფერი? პაპამისის დატოვებული ტახტი, მამიდამისის დატოვებული ხელჩანთა?“

ამიტომაც, ეს ლექსი ეძღვნება

ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გაუყოს,

არ შეუძლია დათმოს

და მოითმინოს.

ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია თვალები დახუჭოს იმაზე, რომ უჭირს და საკუთარი პური გაუყოს.

არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ დაგლეჯილი ნივთი ნახა.

არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ყეფა აღვიძებს.

თვალი დახუჭოს და სიზმრები ვეღარ ნახოს.“ – წერს გიორგი კეკელიძე.

არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, ანგელოზივით გულუბრყვილო ლოდინი, მიტოვებული ძაღლი რომ ელის პატრონს მეთქი – უნდა…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Wednesday, 13 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g