“ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო და ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.” – დედაქალაქის მერი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს და არჩილ ტატუნაშვილს იხსენებს.
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
როგორც კალაძე წერს, საქართველო აუცილებლად შეძლებს გამთლიანებას და ამ ბრძოლაში ხელისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს:
“არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა.
ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო და ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.
ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ეს არის ჩვენი ვალი ამ ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი ვალი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას.
საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო!” – წერს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს.