adidas-მა მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენები წარადგინა. უკაბელო ყურსასმენი Zound Industries-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მოდელის მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის.
უახლესი მოწყობილობას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელში დასატენად სტანდარტული USB Type-C კონექტორიც აქვს. ბატარეის ხანგრძლივობა 80 საათია.
Adidas RPT-02 Sol გაყიდვაში 23 აგვისტოდან ჩაეშვა. ყურსასმენები 229 დოლარი ღირს.