LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა

155
პოლიცია

ადიგენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

„10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g