LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სააკაშვილს მელიას მიმართ არანაირი წყენა არ აქვს, პირიქით

83
Untitled design (1)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოინახულა.

მოგვიანებით მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას პოლიტიკისთვის არ სცალია.

უფლებადამცველის თქმითვე, სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის თავმჯდომარეზე ნაწყენი არ არის:

“ახლა თავისი ჯანმრთელობა იმდენად აქტუალური და მთავარი საკითხია მისთვის, რომ პოლიტიკისთვის არც სცალია და არც აპირებს, პოლიტიკაში ყოფნა რაიმე ფორმით გააგრძელოს.

მას არ უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება – ეს არის დატრიალებული ინტერპრეტაცია.

პარტიის ლიდერის, ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა არ აქვს, პირიქით, თქვა, რომ მელია ეძებს სწორ ფორმულირებას, რომ კონფლიქტის ეს ფორმა არ მიეცეს, ეს ნიშნავს, რომ მის განცხადებებს პოზიტიურად აფასებს.

ჯერ ელოდება სამედიცინო ვერდიქტს, საექსპერტო დასკვნას და ალბათ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას”, – აცხადებს გელბახიანი.

მელია: არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, შეუძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები