Wi-Fi-ის დახმარებით აეროპორტებში ჰაკერებს შეუძლიათ ტურისტებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაიგდონ ხელთ. Riskline-ის მონაცემთა ბაზების განყოფილების ხელმძღვანელმა კლაუდია გუალდიმ მთავარი საფრთხეები ჩამოთვალა Daily Mail-სთან საუბარში.
ექსპერტმა გააფრთხილა, რომ დაუცველი Wi-Fi-ის მომხმარებლები ისეთი კიბერსაფრთხის წინაშე დგებიან, როგორიცაა პირადი და საბანკო მონაცემებისა და პაროლების ქურდობა, ასევე ელფოსტასთან არასანქცირებული კავშირი.
გარდა ამისა, ბოროტმოქმედებს შეუძლიათ მოგზაურების საუბრები მოისმინონ და მათი მოწყობილობებიდან დაუცველი მონაცემები ამოიღონ.
უსაფრთხოებისთვის ექსპერტი ურჩევს აეროპორტის სტუმრები დარწმუნდნენ, რომ სწორედ ოფიციალურ ქსელთან არიან დაკავშირებული და თანამშრომლებისგან ზუსტი სახელწოდება გაიგონ.
როგორც წესი, ჰაკერები „ბოროტ ორეულს“ იყენებენ, ანუ ოფიციალურის ანალოგიურ სახელს ჰქმიან. ამ გზით მათთვის ხელმისაწვდომი ხდება საკრედიტო ბარათებთან წვდომა.
სხვა რჩევებს შორისაა ისიც, რომ Wi-Fi-სთან ავტომატური მიერთება არ გამოიყენონ, წვდომის წერტილით ისარგებლონ, რომელიც პაროლს ითხოვს, ასევე VPN-სერვისი გამოიყენონ, რომელიც IP-მისამართს მალავს და ანტივირუსულ პროგრამებს უზრუნველყოფს.