“აეროსმიტი” რამდენიმე საათია, 50-კაციანი შემადგენლობით “ბლექ სი არენაზე” იმყოფება. მუსიკოსებმა საუნდჩექი გაიარეს, მოისინჯა ტექნიკა და ხმა გასწორდა.
როგორც “ფორტუნამ” ექსკლუზიურად შეიტყო, მუსიკოსები და მათი გუნდი არენის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული დარჩნენ.
მათ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც ასახულია მუსიკოსებისთვის განკუთვნილი სცენაზე გასასავლელი და ნაჩვენებია როგორც სცენა, ასევე არენა.
“აეროსმიტის” წევრები ასევე კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ მასპინძლობით, რომელსაც ქართული მხარე მათ უწევს.
ახლახან “აეროსმიტის” ოფიციალურმა “ფეისბუქ”-გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გაიარა ჯგუფმა საუნდჩექი “ბლექ სი არენაზე. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს.
ნინო მურღულია
https://www.facebook.com/aerosmith/videos/10154934530713124/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=4&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0
https://www.facebook.com/aerosmith/videos/10154934014448124/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=4&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0