მსახიობმა კრის ნოტმა განაცხადა, რომ სარა ჯესიკა პარკერი მასთან ურთიერთობას აღარ ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებები გაჩნდა. კრის ნოტის თქმით, მათ შორის მეგობრობა დასრულებულია და ეს მისთვის მტკივნეული და მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ჩვენ აღარ ვართ მეგობრები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ აშკარაა. ეს იყო სევდიანი, გულდასაწყვეტი და სრულიად მოულოდნელი“, – თქვა მსახიობმა.
სარა ჯესიკა პარკერი, ბიზნესი და უარის თქმის ხელოვნება
მისივე თქმით, განსაკუთრებით იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ კოლეგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა, მას პირადად არ დაუკავშირდნენ.
„სანამ რამეს იტყოდით, ხომ მიცნობდით ამდენი წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად მუშაობდით ამდენი წელი, შეიძლებოდა დაგერეკათ და მოგესმინათ, რას ვამბობდი სინამდვილეში ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა ნოტმა.
მსახიობმა ეს განცხადებები პოდკასტში Really Famous With Kara Mayer Robinson გააკეთა, სადაც პირველად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახა სკანდალი მის პროფესიულ და პირად ურთიერთობებზე.
ტელეარხმა HBO სერიალის „ასე უბრალოდ…“ ფინალიდან კრის ნოტის სცენები ამოიღო
