LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა განსაზღვრულია, განიხილება შეზღუდვების სხვადასხვა ალტერნატივა – უბედური შემთხვევების უმეტესი წილი პიტბულებიდან მომდინარეობს: კახაბერ იოსელიანი

274
Untitled design (1)

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლების შესახებ და მათთან დაკავშირებით, შესაძლო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს, 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს

მისი განმარტებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორისაა:

  • 16 წლამდე ასაკის პირისთვის აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლების შეზღუდვა,
  • კონკრეტული ჯიშების აკრძალვა,
  • პატრონების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვა (ალიკაპით და საბმელის გარეშე გადაადგილების აკრძალვა)
  • ასაკობრივი ცენზის დაწესება, კონკრეტული ჯიშის ძაღლის ყოლის, მინდობით დატოვების ან გასეირნების შემთხვევაში.

კახაბერ იოსელიანის განმარტებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ალტერნატივა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაა და არის მცდელობა, რომ საქართველოსაც მოერგოს. 

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე არსებობს სტრუქტურული ერთეული, რომელიც აწარმოებს სტატისტიკას, თუ რომელი ჯიშის ძაღლების მიერ ხდება ხშირად, ადამიანის დაკბენა ან დაგლეჯვა. იოსელიანის განმარტებით, უბედური შემთხვევების უმეტესი წილი სწორედ პიტბულებიდან მომდინარეობს.

იოსელიანმა ისაუბრა ქუჩის ძაღლებზეც და განაცხადა, რომ  სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს, რადგან მიგრაცია მუდმივად მიმდინარეობს და მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის მოგვარება არაფერს შეცვლის.

ის ასევე საუბრობს ცნობიერების ამაღლებაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოველს აიყვანენ შემდეგ ქუჩაში არ გააგდონ.

„შეზღუდვების სხვადასხვა ალტერნატივაა განიხილება, მათ შორის ის, რომ 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს. არის ალტერნატივა, რომ ეს ასაკი ცოტა მაღლა იყოს აწეული ან კონკრეტული ცხოველის ჯიშები აიკრძალოს.

განსაზღვრულია ნუსხა აგრესიული ჯიშების და ამის თაობაზე დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობს კონსულტაცია. ეს ნუსხა გვჭირდება იმისთვისაც, თუ კონკრეტული შეზღუდვა დადგინდება ამა თუ იმ ჯიშთან მიმართებით.

„არ გამოვყოფ არცერთი ჯიშისგან პიტბულს, რადგან ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება გააგრესიულდეს“ – კინოლოგი კახა კვირიკაშვილი ძაღლების აღზრდის შესახებ საუბრობს

პიტბული მოიაზრება, რადგან ამ ჯიშს ყველაზე მეტად აქვს გამოხატული რისკები. უბედური შემთხვევების უმეტესი წილი სწორედ პიტბულებიდან მომდინარეობს. არსებობს სტატისტიკა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს. აღნიშნული სამინისტროს ბაზაზეა სტრუქტურული ერთეული, რომელიც აგროვებს სტატისტიკას, რადგან დაკბენების შესახებ ინფორმაცია მიდის ამ უწყებაში, ეს უწყება უზრუნველყოფს ცხოველზე შემდგომ დაკვირვებას და ეს სტატისტიკა იქაც გროვდება. დედაქალაქის მასშტაბით დაკბენების შესახებ ინფორმაცია მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც იყრის თავს და იქაც ჩანს ეს სურათი. დაკბენის მრავალი შემთხვევა შეიძლება იყოს, მაგრამ ფატალური შემთხვევები სწორედ ამ ჯიშის ძაღლებს უკავშირდება. 

ნუსხა საჭიროა იმისათვის, რომ კონკრეტული ჯიშების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს, მეორე ვარიანტია, რომ ასეთი ტიპის ძაღლებზე არსებობდეს შეზღუდვები, უსაფრთხოების ნორმების პატრონებისთვის დაკისრების ვალდებულება რომ შემოვიდეს, რადგან დამატებითი უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ჰქონდეს პატრონს მაგ, ალიკაპით გადაადგილების, ან საბმელით გადაადგილების ვალდებულება. მესამე ალტერნატივაა, რომ დადგინდეს ასაკობრივი ცენზი და რაღაც ასაკამდე აკრძალული იყოს ასეთი ჯიშის ძაღლების ყოლა, ან მინდობით დატოვება ან გასეირნება ასეთი ტიპის მიერ. კიდევ არის ალტერნატივა, რომ გაწვრთნის ვალდებულება ჰქონდეს მეპატრონეს ასეთი ძაღლის. ეს ალტერნატივები ევროპული ქვეყნების გამოცდილებაა და მცდელობაა, რომ ქართულ რეალობას მოერგოს

კონკრეტული ჯიშის ძაღლების ყოლის აკრძალვა არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ძაღლებს. ეს შეეხება კანონის ამოქმედების შემდგომ, ცხოველი, როცა დაიბადება ეს აიკრძალება, გამრავლება აიკრძალება, ქვეყანაში შემოყვანა აიკრძალება, თუ ასე გადაწყვეტს საბოლოო ჯამში პარლამენტი.

რაც შეეხებათ ქუჩის ძაღლებს, ერთადერთი აპრობირებული მეთოდი, რაც მათთან მიმართებაში გამოიყენება, არის სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ჩატარება მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტო ერთი მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, რადგან ერთმა მუნიციპალიტეტმა 1 კვირაშიც, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა, ეს ცარიელი ადგილები მოსაზღვრე მუნიციპალიტეტიდან აუცილებლად შეივსება სხვა უპატრონო ცხოველებით, რადგან მიგრაცია მუდმივად მიმდინარეობს.

უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლებაც, რადგან ადამიანებმა გაიგონ, რომ ცხოველს, რომ აიყვანს არ შეიძლება შემდგომ მისი ქუჩაში გაგდება. როდესაც ადამიანს უნდა ცხოველის გამრავლება, მან ზუსტად უნდა იცოდეს, მისი ცხოველი ვარგისია, თუ არა გასამრავლებლად, რადგან გამრავლების შემდგომ, როდესაც ლეკვი ისეთი არ გამოდის, როგორიც მათ უნდოდათ ქუჩაში აგდებენ. 

ბევრი მიზეზი აქვს ქუჩის ძაღლების მომრავლებას და როდესაც ზოგადად ცხოველების გამრავლების კონტროლი მოხდება, ეს იქონიებს გავლენას და მათი რაოდენობა შემცირდება.

ევთანაზია ძალიან სენსიტიურია, რადგან ზუსტი დეტექტირება ცხოველის აგრესიის შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, აგრესიული ცხოველი პრობლემას ქმნის, მსოფლიო გამოცდილებაა, რომ აგრესიულ ცხოველს აძინებს, უბრალოდ ჩვენ ამის მეთოდოლოგია ქვეყანაში არ გვაქვს. ეს პრობლემა იწყება იქიდან, რომ საერთოდ სასწავლებელი არ გვაქვს კინოლოგიის. კინოლოგმა უნდა დაადგინოს ცხოველის აგრესიულობა“, – განმარტავს კახაბერ იოსელიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g