LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AI ფოტო: როგორი იქნებოდა შერი დღეს, 79 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიის გარეშე

517
page

ლეგენდარული მუსიკოსი, შერი არასდროს მორიდებია პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტიკური ჩარევების თემაზე გულწრფელ საუბარს. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ასაკის შესაჩერებლად, როგორც მისი ცნობილი სიმღერის სათაურს შეეფერება, „დროის უკან დაბრუნებას“ ცდილობდა და ამისთვის ქირურგიულ ჩარევებსაც მიმართავდა.

წლების განმავლობაში შერიმ გაიკეთა რამდენიმე პროცედურა, მათ შორის სახის ლიფტინგი და ცხვირის ოპერაცია. მიუხედავად ამისა, მომღერალს ხშირად აქებდნენ ასაკთან შეუთავსებელი ახალგაზრდული გარეგნობის გამო და 79 წლის ასაკშიც იგი ბევრისთვის შთამბეჭდავად გამოიყურება.

თუმცა კითხვა მაინც აქტუალურად რჩება – როგორი იქნებოდა შერი დღეს, პლასტიკური ქირურგიის გარეშე.

ახლახან გავრცელებულმა AI გენერირებულმა, დრამატულმა სურათებმა ამ კითხვას სავარაუდო პასუხი გასცა.

შერი 80 წლის იუბილეზე 40 წლით უმცროს ალექსანდრე ედვადსზე დაქორწინდება – უახლესი დეტალები

ცნობისთვის, არტისტი, რომელსაც მაისში 80 წელი შეუსრულდება, იუბილეზე 40 წლით უმცროს შეყვარებულზე, ალექსანდრე ედვარდსზე დაქორწინდება.

„ასაკი? შერი ამაზე არც კი ფიქრობს. ორივე მზად არის პასუხისმგებლობის ასაღებად“, – აცხადებს ინსაიდერი.

79 წლის შერის სამი პიკანტური „ლუქი“ და ვარსკვლავური გამოსვლა „დოლჩე და გაბანას“ წვეულებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები