LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიდას“ დეკორაციები „ბლექ სი არენაზე“ უკვე აწყობილია (ფოტოები)

161
აიდა

წელს პირველად ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში სამი დადგმით ჩამოვიდა. პირველი, „ბალ-მასკარადი“ უკვე გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. საღამო 16 აგვისტოს შედგა. 

ახლა კი ვერდის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გადაინაცვლა, სადაც არენა დი ვერონასეული „აიდას“ დადგმა ხორციელდება და საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოიტანეს შესაბამისი დეკორაციები, ასევე კოსტიუმები. 

„აიდას“ მაყურებელი 23 აგვისტოს იხილავს, 25 აგვისტოს კი საქართველოში ვერდის ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდება. 

„აიდას“ დადგმაში მონაწილეობენ: სუზანა ბრანკინი (აიდა), დეიან ვაჩკოვი (ეგვიპტის მეფე), დანიელა ბარჩელონა (ამნერისი), სერხიო ესკობარი (რადამესი), გაბრიელე ვივიანი (ამონასრო), გიორგი ანდღულაძე (რამფისი), ფილიპო მიკალე (მაცნე), გონჯა დოგანი (უმაღლესი ქურუმი ქალის ხმა)

დირიჟორი: პიერ ჯორჯო მორანდი

რეჟისორი : ენრიკო სტინკელი

კოსტიუმების მხატვარი: კარლა გალერი

სცენოგრაფი: ჯუზეპე დე ფილიპი

განათების მხატვარი: ენრიკო სტინკელი

ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავსწელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ფესტივალი პროგრამის ,,საქართველო, ევროპაფარგლებში ტარდება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ  საიტებზე: TKT.GE და Biletebi.ge

 

 

შეგახსენებთ, რომ 23 და 25 აგვისტოს, ვერდის ფესტივალის ორ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ# 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ#811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური

აპლიკაციით, ვებ-გვერდებზე Railway.ge; TKT.GE; Biletebi.ge; matarebeli.ge და ასევე სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში. 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები