„აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული, ვადასტურებ, რომ იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში,- ამის შესახებ მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამასაც ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით, ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული“,- განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.
დღეს საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.
როგორც მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.