LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „საოცრება ამბები – ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან, უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ, მილიონი მადლობა თქვენ, უბედურების ადგილას, ბედნიერება გააჩინეთ“

310
BeFunky-collage (4)

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

აკა წერს, რომ ხუთსულიანი ოჯახი ქუჩაში აღარ იცხოვრებს და მათ ყველანაირი პირობა ექნებათ ნორმალური ცხოვრებისთვის.

„საოცრება ამბები.

ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან. უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ. მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი,საწოლები, გამათბობელი, ახალი ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი და საერთოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, ბავშვები უკვე დადიან სკოლაში

რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი, ახალი ცხოვრება დაიწყეს და აწი ყველაფერი კარგად იქნება. დღეს კი სრულიად

განსაკუთრებული დღე გვქონდა და ყველა ერთად ვიყავით ატრაქციონებზე. სიტყვა „ბედნიერება“ კი, რას ნიშნავს, თუ გაინტერესებთ, მარჯვენა ფოტოზეა გამოსახული. აბა თქვენ იცით ბავშვებო, ჩვენ სულ გეყოლებით, მილიონი მადლობა თქვენ, ყველას.

უბედურების ადგილას, ბედნიერება გააჩინეთ“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები