„აკადემიური წინსვლა ოჯახში“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ამ სტატუსით ხდება ცნობილი, მის ოჯახში აკადემიური წინსვლაა. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილებმა – ნიკოლოზმა სკოლა დაამთავრა, ედუარდმა – მაგისრტატურა, ხოლო თავად სანრდა რულოვსს ფსიქოლოგიის საბაკალავრო ბოლო გამოცდები დღეს ეწყება:
„აკადემიური წინსვლა ოჯახში: ნიკოლოზმა დაამთავრა სკოლა, ედუარდმა მაგისტრატურა და მეც ბოლო გამოცდები (ფსიქოლოგიის საბაკალავრო) მეწყება დღეს…“ – წერს სანდრა რულოვსი.
ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
აკადემიური წინსვლა ოჯახში: ნიკოლოზმა დაამთავრა სკოლა, ედუარდმა მაგისტრატურა და მეც ბოლო გამოცდები (ფსიქოლოგიის…
Posted by Sandra Roelofs / სანდრა რულოვსი on კვირა, 09 ივნისი, 2024