ახალ ზელანდიაში კატებისა და ძაღლების „ღვინის“ გაყიდვა დაიწყეს და შინაური ცხოველების მეპატრონეები სასმელს დიდი სიამოვნებით ყიდულობენ. როგორც Daily Mail წერს, უჩვეულო პროდუქტს კომპანია Muttley’s Eastate უშვებს და მასში ალკოჰოლი პიტნის ნაყენითაა ჩანაცვლებული.
„ღვინის“ შემადგენლობაშია ასევე წყალი და კონსერვანტები, პიტნა კი ქვეყნის მზიან რაიონებშია მოყვანილი. სასმლის დანიშნულება სტრესთან გამკლავებაში დახმარებაა, ისეთ სტრესთან როგორიცაა მაგალითად ვეტერინართან ვიზიტი, ჭექა-ქუხილი თუ სხვა ხმაური.
მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ღვინოს ცხოველის განწყობის გაუმჯობესება შეუძლია, ასევე მადისა და საჭმლის მონელების სტიმულირება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებისა და ცდების ეტაპი ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის და საბოლოო დასკვნაც მხოლოდ ამის შემდეგ დაიდება.
და ბოლოს, ცხოველების „ღვინის“ 150 მილილიტრიანი შეფუთვის ღირებულება 12,99 ახალზელანდიური დოლარია.